რუსთავი

Sunday, August 26, 2012

1. პროექტის სახელწოდება:  ":ჩემი მშობლიური ქალაქი - რუსთავი"
2. პროექტის მთავარი იდეა:   ჩვენი ქალაქის ისტორია სრულყოფილად ცოტამ თუ იცის. სასურველია მოსწავლეებმა იცოდნენ საკუთარი ქალაქის წარმოშობის  ისტორია. ამ პროექტის მომზადებით ბევრ საინტერესო სიახლეს გაიგებენ ქალაქზე, სადაც ცხოვრობენ.
3. პროექტის აქტუალობა:  მოსწავლეები მოიძიებენ  ყველა სახის ინფორმაციას  სიღრმისეულად, რაზეც აქამდე შეიძლება არც კი უფიქრიათ და ბევრ ისეთ ფაქტსაც აღმოაჩენენ, რაც საერთოდ არც კი გაუგიათ. ისინი გამოიკვლევენ საკუთარი ქალაქის ისტორიას, განუვითარდებათ კვლევის უნარ-ჩვევები. მოსწავლეები გაეცნობიან საკუთარი ქალაქის ისტორიას, რადგან ჯერ საკუთარი უნდა იცოდე საფუძვლიანად და შემდეგ სხვისი.
4. პროექტის მიზნები:  პროექტის მიზანია მოსწავლეებმა  მოიპოვონ  ინფორმაცია რუსთავის დაარსების ისტორიაზე. ქალაქში არსებულ შენობა-ნაგებობებზე. მოიძიებენ ინფორმაციას ამ ქალაქის ცნობილ სახეებზე, მათ შორის მწერლებზეც.
5. ვადები/ხანგრძლივობა:  2 თვე
7. მოსალოდნელი შედეგები:   მთავარი შედეგი  იქნება ის, რომ მოსწავლეები ბევრ  საინტერესო და უცხო ინფორმაციას გაიგებენ მშობლიური ქალაქის შესახებ. ისინი ინფორმაციას  მოიძიებენ სხვადასხვა წყაროებიდან, რაც მათ პრაქტიკულ და თეორიულ ცოდნას შემატებთ. ისინი ისწავლიან მიზნის დასახვას და ამ მიზნის  განხორციელებისთვის გზების ძიებას. მოსწავლეები გადაუღებენ სურათებს  ქალაქის ღირშესანიშნაობებს და მოპოვებული ინფორმაციით შექმნიან ბლოგს, სადაც განათავსებენ საკუთარ პროექტს. გააკეთებენ სლაიდ-შოუს ამ თმის შესახებ და მოამზადებენ  პრეზენტაციას, სადაც მოწვეულ სტუმრებს გააცნობენ საკუთარი ქალაქის ისტორიას.
8. ძირითადი რესურსები: კალამი, რვეული, კომპიუტერი, ვიდეო-კამერა, ფლიფ ჩატი.
9. მონაწილეთა ასაკი:  მე-7 კლ.
10. ეროვნულ სასაწავლო გეგმასთან კავშირი: 1.     საბაზო საფეხური  (VII-IX  კლასები)·      რივი ანალიზისხვადასხვა სახის (როგორც ლიტერატურული, ისე სამეცნიერო-პოპულარული, პუბლიცისტური, საქმიანი და სხვ.), სტილისა და ჟანრის ტექსტების თავისუფლად გაგება, მათი ენობ და სინთეზი;
 ·      იმ უნარ-ჩვევებისა და სტრატეგიების დაუფლება, რომლებიც მიღებულია მოცემულ კულტურულ გარემოში კამათის, დისკუსიის, დებატებისა და  საკუთარი აზრის გამოთქმისას.
11. პროექტის ხელმძღვანელი:  ნათია მირიანაშვილი
12. ხელმძღვანელის ელ-ფოსტა:  mirianashvili.natia.tsu@gmail.com
13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: natiamirianashvili.blogspot.com

ჩემი მშობლიური ქალაქი - რუსთავი